საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს

01 დეკ 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრა  ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება. განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები.