რა პრობლემები შეუქმნა მაღალმთიანეთს დაწესებულმა შეზღუდვებმა?

01 დეკ 2020

მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლები კოვიდ -19-ის გამო დაწესებული შეზღუდვებით უკვე გამოწვეულ და მოსალოდნელ   პრობლემებს უჩივიან. ხულოში  შიშობენ, რომ ვერ მოახერხებენ კარტოფილისა და რძის პროდუქტის მარაგის რეალიზაციას, რომელიც მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავრი  წყაროა. ასევე საუბრობენ საკვები პროდუქტის ფასების ზრდაზე, რასაც სავაჭრო ობიექტებშიც ადასტურებენ. ამბობენ, რომ  შესამჩნევად მოიმატა  ზეთისა და  პურის ფქვილის ფასმა. მაღალმთიან სოფლებში კი პურს ძირითადად სახლებში აცხობენ.