სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელიც პოლიციელებზე მუქარას შეიცავს

30 ნოე 2020

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც პოლიციელებზე მუქარას შეიცავს.

ვიდეოს,ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი ასლან ვაშაყმაძე ავრცელებს, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიული და უცენზურო გამონათქვამებით მოუწოდებს ხალხს - "პოლიციელების სახლიდან გამოთრევას და მათ აჩეხვას".