საქართველოში მიწისძვრა მოხდა

30 ნოე 2020

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 19:09 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან მდებარეობდა. პირველადი მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.