30 ნოე 2020
ბათუმში, სვიშევსკის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მონტაჟი დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება ასფალტის საფარი და კეთილმოეწყობა აღნიშნული ქუჩის შესახვევები და ჩიხები.
პროექტის ფარგლებში უკვე სრულდება აფსაროსის გზატკეცილის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე კოლექტორი და დაიგო ასფალტის საფარი. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 300 ათას ლარს აღემატება.