გამარტივდება თუ არა სავიზო რეჟიმი?

19 ოქტ 2016

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით მუშაობა მიმდინარეობს - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პრაღაში  კარასინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შევედრა გუშინ შედგა. აბაშიძის განმარტებით, საუბარი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე არ არის, თუმცა რუსული მხარისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მუშაობა რეჟიმის გამარტივებისთვის მიმდინარეობს.