თინათინ თედორაძეს აჭარის მთავრობამ ბინა გადასცა

28 ნოე 2020

მეექვსეკლასელ გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში განვითარებული სტიქიის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობამ ბათუმში ბინა გადასცა.

მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, მას დამატებით ბინის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის ფინანსური დახმარება გადაეცემა.