გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი გადადგა

28 ნოე 2020

ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. უწყების ინფორმაციით, ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნული თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

კითხვაზე, თუ სად გააგრძელებს მუშაობას ავთანდილ თალაკვაძე, უწყებაში აცახდებენ, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ. თავად თალაკვაძე კომენტარს არ აკეთებს.