შობის მარხვა დაიწყო

28 ნოე 2020

დღეიდან საშობაო მარხვა დაიწყო. გუშინ, პატრიარქმა საშობაო მარხვის პერიოდში მრევლს რძის ნაწარმის მიღების კურთხევა მისცა. ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ეკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმინდა ზიარების მისაღებად.

ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათვლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა). მარხვა 7 იანვარს სრულდება.