უცნობია როდის აღდგება აჭარა - გურიაში ბუნებრივი აირის მიწოდება

28 ნოე 2020

გაზსადენზე მომხდარი დაზიანების გამო, აჭარის და გურიის რეგიონების აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე საათია შეუწყდათ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანების აღსადგენად ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურის ტექნიკური ჯგუფების მაქსიმალური მობილიზაციაა.