თურქეთის გრანტი საქართველოს თავდაცვის ძალებს

27 ნოე 2020

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს.  უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული დაჯავშნული ექსკავატორ დამტვირთავი და 35 ავტობუსი  შეემატა. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით შეჯავშნული კაბინებიც მიიღო.