პოლიტიკური დავა საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

18 ოქტ 2016

მოიპოვებს თუ არა, “ქართული ოცნება” მომდევნო მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას -ეს მეორე ტურის შედეგად გაირკვევა. ახლა პოლიტიკური პარტიების მსჯელობის მთავარი საგანი - მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებაა.