ვიცე-პრემიერი: პარტიების დაფინანსება ყოველთვის მიბმულია პასუხისმგებლობის აღებაზე

27 ნოე 2020

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიები დაფინანსების მიღებას ითხოვენ, მათ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაც უნდა მიიღონ. 

ცქიტიშვილი ოპოზიციას ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის შესრულებისკენ მოუწოდებს.