საქართველოს ნაკრები ''ფიფას'' რეიტინგში დაქვეითდა

27 ნოე 2020

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ  ნოემბერის მატჩების შემდეგ ეროვნული ნაკრებების ახალი  რეიტინგი გამოაქვეყნა.


ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სომხეთთან წაგებისა და ესტონეთთან ფრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები  სამი საფეხურით  დაქვეითდა  და 86-ე ადგილიდან 89-ე  ადგილზე გადაინაცვლა .

"’ჯვაროსნებს’’ 20 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლდათ და  1267 ქულა აქვათ .

მსოფლიო ნაკრებების ათეული დატოვა კოლუმბიამ და ხორვატიამ, მათი ადგილი ტოპ ათეულში კი იტალიამ და მექსიკამ დაიკავეს.