ბათუმსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს 

26 ნოე 2020

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში მუშაობას შეწყვეტს მუნიციპალური ტრანსპორტი. 

გადაწყვეტილება ძალაში  შედის შაბათს. 

მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში.

მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილება კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებისა და მობილობის შემცირების გამო მიიღეს.