დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

26 ნოე 2020

არგენტინის მთავრობამ ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. “თქვენ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალამდე აგვიყვანეთ და უზომოდ გაგვახარეთ. გმადლობთ ჩვენთან ყოფნისთვის, დიეგო. მთელი ცხოვრების მანძილზე მოგვენატრები,“ - წერს არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი „ტვიტერში“.

გავრცელებული ინფორმაციით, მარადონას ცხედარი ხუთშაბათიდან შაბათამდე კასა-როსადას საპრეზიდენტო რეზიდენციაში იქნება დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

შეგახსენებთ, დიეგო მარადონა გუშინ არგენტინაში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.