მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის სასამართლო პროცესი

23 ნოე 2020

თბილისის საქალაქო სასამართლო წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ლევან ზურაბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესი ნახევარი საათის წინ დაიწყო.

ცნობილია, რომ ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.