გიორგობის დღესასწაულზე სამხედროებს მინიატურული ახალი აღთქმა გადაეცათ

23 ნოე 2020

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს  ახალი აღთქმის მინიატურული წიგნები დაურიგდათ.

წმინდა წიგნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაიბეჭდა და გიორგობასთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა.