კორონავირუსის გამო დავით ყიფიანის თასის ფინალი გადაიდო

22 ნოე 2020

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა გადაიდო. 

ფინალური მატჩი 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო.

ფინალი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები - წყალტუბოს "სამგურალი" და ‘’გაგრა’’ დაუპირისპირდებიან.

ეს გუნდები ერთმანეთს 20 ნოემბერს ეროვნული ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაშიც შეხვდნენ. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.