ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

17 ოქტ 2016

ე.წ.-ლი  ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ჩვენება თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა  თანამშრომელმა  პოლკოვნიკმა  ტრისტან წითელაშვილმა მისცა. პროკურატურის ინფორმაციით, წითელაშვილის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2006 წელს ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა საკონტროლო გასროლები განახორციელეს  გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ტრისტან წითელაშვილი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.