საქართველოს მასშტაბით მთიან აჭარაში საარჩევნო ყუთთან ყველაზე მეტი ამომრჩეველი მივიდა

21 ნოე 2020

მოქალაქეების ყველაზე მაღალი აქტივობა, აჭარის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. რეგიონის 30-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ქედის, შუახევის, ხულოსა და ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტები შედის, პროცენტულად ყველაზე მეტი ამომრჩეველი მივიდა.  

აქ ხმა 30 162-მა ადამიანმა მისცა. 

ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში - 16%.   

საქართველოს მასშტაბით კი 17 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობა 20,74 პროცენტს შეადგენს. უბნებზე სულ 443 963 ამომრჩეველი მივიდა.