კორონავირუსის შედეგად დამსახურებული მწვრთნელი გარდაიცვალა

21 ნოე 2020

65 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ჯანელიძე. მისი გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დასახელდა. იგი იყო საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. აღზარდა არაერთი საერთაშორისო კლასის სპორტსმენი და მწვრთნელი