12:00 საათის მონაცემებით ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის, დაბალი კი ბათუმის ოლქში დაფიქსირდა

21 ნოე 2020

უმაღლეს საარჩევო კომისიაში ამომრჩევლის აქტივობასთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

უსკოში აცხადებენ, რომ 12 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის, ყველაზე დაბალი კი ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა.

"ბათუმის 28-ე საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მდგომარეობით მონაწილეობა მიიღო 10 504 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს 7,14%, ხოლო 30-ე  ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევის მაჟორიტარულ ოლქში 10 430 ამომრჩეველმა, რაც  10,78% შეადგენს. ჯამში აქტივობა 8,58%-ია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის ოლქში 13,17%, ხოლო ყველაზე მცირე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში 7,14%.

საჩივრები ჯერ-ჯერობით არცერთ საარჩევნო უბანზე არ დაფიქსირებულა და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდად მიმდინარეობს.

ხულოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში წაბლანასა და წაბლიანში არჩევნების მეორე ტურსაც მოსახლეობა ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საარჩევნო უბნები ჩვეულებრივ გაიხსნა"- აცხადებენ უსკოში.