''გამყალბებელი'' - აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან

21 ნოე 2020

ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

აქციის მონაწილეებმა  კედლებზე წარწერებიც გააკეთეს: ''ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი'', ;;გამყალბებელი''. ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხელში ეჭირათ პლაკატებიც.