ქალთა საფეხბურთო კლუბმა ''ლანჩხუთმა'' ისტორიული შედეგი დააფიქსირა

19 ნოე 2020

"ლანჩხუთი'' პირველი ქართული კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ითამაშებს. ლანჩხუთელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთში ადგილობრივ „ოლიმპია კლუჟს“ დაუპირისპირდა და 1-0 დაამარცხა.

გიორგი ჩხაიძის გაწვრთნილმა გუნდა ანგარიში მე-40 წუთზე გახსნა0, თუმცა შეხვედრის გვერდითა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი საეჭვო ვითარებაში გააუქმეს.

2 წუთში კი რუმინელები უკვე ძელმა იხსნა და პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა. მეორე ნახევრის 68-ე წუთზე ხაბურძანიას კარგი გადაცემის შემდეგ ხატია ჭყონიამ ეფექტურად გაიტანა და "ლანჩხუთს" ისტორიული გამარჯვება მოუტანა.

გურულებმა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ასპარეზობა მოიპოვეს, რაც არცერთ ქართულ კლუბს არ გაუკეთებია.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლანჩხუთმა" გასვლაზე ყაზახეთში ‘ოკჟეტპესი“ 2:1 დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში „ლაჩხუთის“ მეტოქე წილისყრის შედეგად 24 ნოემბერს გაირკვევა. დაპირისპირება ორმატჩიანი იქნება და 8-9 და 15-16 დეკემბერს გაიმართება.