„ლელოში“ აცხადებენ რომ მათ წევრებს თავს დაესხნენ- გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

19 ნოე 2020

ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში. ინცინდენტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრში ჩანან “ლელოს” წევრები ალექსანდრე მილორავა და მიშა ქავთარაძე, ასევე კიდევ ორი პირი. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია ძალადობის მუხლით. მილორავა და ქავთარაძე  საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.