აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში

19 ნოე 2020

ლანჩხუთში, აფეთქების შედეგად დაშავებული,  რომელსაც სხეულის 80% -ის დამწვრობა აღენიშნება, თბილისში გადაჰყავთ. ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. აფეთქებას ნგრევა არ მოყოლია. ხანძარი კი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.