თოვლისა და ლიპყინულის გამო, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

18 ნოე 2020

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ14-კმ32 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.