თვითიზოლირებულთა რეგისტრაცია დასრულდა

17 ნოე 2020

არჩევნების მეორე ტურისთვის თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა  ამოიწურა. საკარანტინო სივრცეებსა და საავადმყოფოებში მყოფები კი უკვე იმყოფებიან შესაბამის ბაზაში და არჩევნებში სპეციალური უბნების საშუალებით მიიღებენ მონაწილეობას. ბათუმში ასეთი 16 უბანი იქნება, ხოლო მაღალმთიან აჭარაში 4 სპეცუბანი გაიხსნება. არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს აჭარაში,  მხოლოდ ორ ოლქში -  ბათუმსა და მაღალმთიანეთში გაიმართება.