ეპიდ-ვითარება 16 ნოემბერს

16 ნოე 2020

კოვიდ პანდემიის ფონზე დღეიდან, 112-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის გადატვირთულობის შესამსუბუქებლად ახალი პორტალი ამუშავდა. Ambulatoria.moh.gov.ge - ზე დარეგისტრირება ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სერვისით სარგებლობს.საკოორდინაციო საბჭოზე  შეზღუდვების გამკაცრებაზეც იმსჯელეს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სრული ლოკდაუნი - ისეთი, როგორიც იყო ჩინეთში, უხანის პროვინციაში, არ განიხილება, თუმცა შეზღუდვები გამკაცრდება. დღეს, ქვეყანაში კორონავირუსის 3 157 შემთხვევა გამოვლინდა.