IRI-ის შუალედური ანგარიში და შეფასებები

16 ნოე 2020

2020 წლის ივნისსა და ივლისში, საქართველოს მთავრობამ გაატარა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები. მიღებულ ცვლილებებს შორის აღსანიშნავია საქართველოში არსებული შერეული საარჩევნო სისტემის მოდიფიკაცია და საარჩევნო ბარიერის 5%-დან 1%-მდე შემცირება.

31 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ, კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის მიუხედავად, არჩევნებზე წასვლით, დემოკრატიული პროცესის მიმართ საკუთარი ენთუზიაზმი გამოხატა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 56.1%-ს შეადგენდა.