თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაცია არჩევნების მეორე ტურისთვის

16 ნოე 2020

საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნები აჭარაში 21 ნოემბერს ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება. ამომრჩევლები დეპუტატებს ამჯერად ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში აირჩევენ.

მეორე ტურში ბიულეტენებში ორ-ორი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი - ''ქართული ოცნებისა'' და ''ნაციონალური მოძრაობის'', თუმცა ცნობილია, რომ ოპოზცია არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. უკვე მიმდინარეობს თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაცია.

გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ, ნომერზე: 2-51-00-51. რაც შეეხება საკარანტონო სივრცეებსა და  საავადმყოფოებში მყოფ კოვიდინფიცირებულებს ისინი შესაბამის ბაზაში იმყოფებიან და არჩევნებში მონაწილეობას სპეციალური უბნების საშუალებით მიიღებენ.