ოპოზიციის ნაწილი ე.წ. ბელადომანიას ეწინააღმდეგება, თუმცა აქციებს უერთდება

16 ნოე 2020

ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი გუნდები არღვევენ ოპოზიციური ფორმატის შეთანხმებებს, რაც მიუღებელია, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. იგი, ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა, რომელიც "ლელოს" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.  აქცია დატოვეს ,,მოქალაქეების“ წევრებმაც.