16 ნოე 2020
ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები მუნიციპალურ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში ტარდება. მძღოლები გადიან თერმოსკრინინგსაც.