ხელახალი არჩევნები მთავარ მოთხოვნად რჩება

14 ნოე 2020

დამთავრდეს  30 წლიანი  ჩაკეტილი წრე  , ბრძოლა გრძელდება, ისტორიულ ერთობაში ვერავინ  შეიტანს განხეთქილებას და ხალხის პროტესტი იქნება გამარჯვების მომტანი - ამ  შინაარსის განცხადებები  გააკეთეს  რუსთაველზე  გამზირზე  მიმდინარე აქციაზე , პოლიტიკურმა ლიდერებმა.  

აქციის მთავარი გზავნილებია, რომ  გაერთიანებული ოპოზიცია გადაწყვეტილებას არ შეცვლის და დიალოგის მიუხედავად ძალაში რჩება სამი მთავარი მოთხოვნა ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.