62-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე წვრთნები დაასრულა

14 ნოე 2020

შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ “ორფოლოში” მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა.

10-დღიანი წვრთნების მიზანი  ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის  დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების  ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების  დახვეწა იყო.