14 ნოე 2020
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები იყო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის თემა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას. ყურადღება გაამახვილეს ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის მზაობისა და ტესტირების პროცესის კუთხით არსებულ ვითარებაზე.