საქართველოს თასი მესამედ

14 ნოე 2020

ბათუმის "შავი ზღვის ბიჭები"  ხელბურთში საქართველოს თასის გამარჯვებულია. ბათუმური გუნდი  საქართველოს თასის მფლობელი მესამედ გახდა. შავი ზღვის ბიჭები  საფინალო შეხვედრაში ქუთაისის ხელბურთის კლუბს დაუპირისპირდნენ  და 30-25 დაამარცხა.

ხელბურთში საქართველოს თასის გათამაშება მეხუთედ გაიმართა . ბათუმელთა გარდა, სხვადასხვა დროს ჩემპიონატის ჯილდო სამტრედიასა და თბილისის პეგას აქვთ მოგებული.