13 ნოე 2020
უცვლელი მოთხოვნებით აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია 17 საათიდან კვლავ განახლდება. მეცამეტე დღეა გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და ცესკოს სრული შემადგენლობით დათხოვნას ითხოვს.
რამდენიმე წუთის წინ მუნიციპალური ინსპექციის წევრებმა ტერიტორიიაზე ოპოზიციის მიერ გაკრული სტიკერების ჩამოხსნა დაიწყეს, რასაც მცირედი ინციდენტი მოჰყვა.