ეპიდ-ვითარება 12 ნოემბერს

12 ნოე 2020

იყო თუ არა თვითმკვლელობა ამას გამოძიება დაადგენს. სწორედ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობიდან გადმოვარდნილი კაცის საქმეზე. ხანდაზმული პაციენტი ექიმებმა  მცდელობის მიუხედავად  ვერ გადაარჩინეს.  იგი ერთ-ერთი  კოვიდ ინფიცირებული იყო იმ პაციენტებს  შორის, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.  რაც შეეხება  კორონავირუსს, ქვეყანა ისევ ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების ეტაპზეა.