ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში - დაიღუპა ერთი ადამიანი

12 ნოე 2020

ხანძარია თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. დაიღუპა ერთი ადამიანი.

საცხოვრებელ ბინაში მეხანძრე-მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ 70-წლამდე ასაკის კაცი. 

ხანძრის გავრცელების საშიშროების გამო მეზობლები სახლიდან გამოიყვანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ აფეთქების ხმა გაიგეს და ასევე იყო ძლიერი დაკვამლიანება. მამაკაცი ბინაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ხანძრის გაჩენის დროს ის სახლში არ იმყოფებოდა.