რამაზოტი ხვალინდელ შოუს პრნცის ხსოვანს მიუძღვნის

22 აპრ 2016

პირველად ქართველი მსმენელის წინაშე, იტალიელი ვარსკვლავი ეროს რამაზოტი, მსოფლიო ტურით ,,ზე ფერფეთო ვორდ თოურ” წარსდგება. კონცერტზე მისული მაყურებელი  გრანდიოზულ შოუს იხილავს, რომელიც 3-დე ანიმაციით გაიხსნება. რამაზოტი ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს შეასრულებს. თბილისში მომღერლის მოგზაურობის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. ის სავარაუდოდ ივნისში გამოვა და იტალიურ არხებზე გავა ეთერში.