ცესკო-ს შენობასთან წყლის ჭავლი გაუშვეს

08 ნოე 2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ცესკო-ს შესასვლელთან განლაგებულ სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან პარლამენტის შენობიდან გადაინაცვლეს. ისინი კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.