უკრაინული გამოცემა obozrevatel.com ქართველი პოლიტიკოსების აუდიოჩანაწერებს ავრცელებს

07 ნოე 2020

უკრაინული გამოცემა obozrevatel.com ქართველი პოლიტიკოსების აუდიოჩანაწერებს ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორ ჩანაწერში სალომე სამადაშვილი და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ.

ჩანაწერებში საუბარია ხელისუფლების ძალადობრივად დაუფლების გეგმაზე.  „დიდი ძმა გვისმენს“  –  ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ სალომე სამადაშვილი  აუდიოჩანაწერებს.