ლიკვიდირებული და დაკავებული ტერორისტები თურქეთში

15 ოქტ 2016

თურქეთში პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ 19 წევრი დააკავა, რომლებიც გაზიანტეპში თავდასხმას გეგმავდნენ. ეს ის  პროვინციაა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა 3 პოლიციელი იმსხვერპლა. გუბერნატორმა ალი ერლიქაიას ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, ამოღებულია 15 კილოგრამამდე ტროტილი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები. მისივე თქმით,  დაკავებულები რელიგიური მიმდინარეობა ალევიტების კულტურულ ცენტრზე თავდასხმას გეგმავდნენ.