გიორგი რურუაზე განხორციელებულ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს

06 ნოე 2020

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას  მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალი წარედგინა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს, მსჯავრდებულ რურუას ჯგუფური ძალადობის გზით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

''პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) 2020 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა'' - წერია ინფორმაციაში.