რურუას პროცესი გადაიდო, აქციაზე დაკავებული სხვა აქტივისტების სასამართლო კი გრძელდება

06 ნოე 2020

თბილისის საქალაქო სასამართლოში საოლქო კომისიებთან დაკავებული ჯამში 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. ისნის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე დაკავებული 7 პირის საქმის განხილვა პირველ საათზე დაიწყო. ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს, გამოძიება დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობის ედავება.

დღესვე, საქალაქო სასამართლომ გუშინ, საოლქო საარჩევნო კომისიებთან დაკავებული 3 პირის საქმეც უნდა  განიხილოს, თუმც პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის. ადვოკატი აცხადებს, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს მათ დაკავებასთან დაკავშირებით.