ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება

06 ნოე 2020

ოპოზიციის ბოიკოტი გრძელდება.  დედაქალაქის  პარალელურად  მორიგი საპროტესტო აქციისთვის ბათუმშიც ემზადებიან, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მორიგი აქცია  8 ნოემბრისთვისაა დაანონსებული.  მანამდე კი ოპოზიცია მოსახლეობასთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში  მართავს.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გაყალბებულია, სწორედ ამიტომ ისინი პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ.