ბათუმის მე-19 უბნის ბიულეტენები ხელახლა გადაითვალეს

06 ნოე 2020

გვიან ღამით დასრულდა ბათუმის ოლქში მე-19 უბნის მონაცემების გადათვლა. ბიულეტენების ხელახალი გადათვლა ოლქმა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის საფუძველზე მიიღო. ამ უბნის ოქმები იმ მიზეზით სცნეს ბათილად, რომ ჯამი უბანზე რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობაზე ასეულობით მეტი იყო.

აღმოჩნდა, რომ ყველა ოქმის ჯამი პროპორციული არჩევნების ბიულეტენზე დაჯამებით იყო დატანილი, რამაც დისბალანსი და მეტობა გამოიწვია.