თამარის დასახლებას წყლის მიწოდება 21:00 საათამდე შეუწყდებათ

05 ნოე 2020

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, თამარის დასახლებას 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა. მიზეზი ავარიული დაზიანებაა. 

''წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.